კურსის წარმატებით გავლის შემდეგ მონაწილე:
გააცნობიერებს ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ-ის) გამოყენების მნიშვნელობას თანამედროვე, კონსტრუქტივისტულ-პედაგოგიურ მიდგომებზე დაფუძნებულ სასწავლო პროცესში;
შეძლებს ისტ-ის გამოყენებას სასწავლო ამოცანის შესაბამისად, კერძოდ:
oისტ-ის გამოყენებას სასწავლო პროცესის დასაგეგმად;
oისტ-ის გამოყენებას სასწავლო რესურსების მოსამზადებლად (შემუშავება, ადაპტირება, რედაქტირება და სხვ.);
oსწავლა-სწავლების წარმართვას ისტ-ით გამდიდრებულ სასწავლო გარემოში;
oმოსწავლეთა შეფასების მეთოდების/ინსტრუმენტების გამოყენებას ისტ-ის საშუალებით;
oმოსწავლეთა მიერ ისტ-ის გამოყენების შეფასებას
შეძლებს ისტ-ის გამოყენებას მოსწავლეებთან, მშობლებთან და კოლეგებთან კომუნიკაციისათვის;
შეძლებს ისტ-ის გამოყენებას პროფესიული თვითგანვითარების პროცესში.
Комментариев нет:
Отправить комментарий