воскресенье, 27 июля 2014 г.

ტრენინგ-კურსის ფორმატი და სერტიფიკატის გაცემის პირობები

 ტრენინგ-კურსის ფორმატი


1.  ტრენინგის სრული ხანგრძლივობა 35 საათიმოიცავს 9 ტრენინგ-დღეს.
2.     ტრენინგი ტარდება ორ ეტაპად.
3.    ეტაპი ხუთდღიანია. მისი ხანგრძლივობაა 20 საათი (ერთი ტრენინგ-დღის ხანგრძლივობაა 4 საათი).
4.      II ეტაპი ოთხდღიანია. მისი ხანგრძლივობაა 15 საათი (ბოლო ტრენინგ-დღის ხანგრძლივობაა 3 საათი).

სერტიფიკატის გაცემის პირობები:

  ტრენინგ-კურსის არანაკლებ 30 საათზე დასწრება;
  გაკვეთილის გეგმების მომზადება, რომელიც გამდიდრებულია გაკვეთილის ჩასატარებლად საჭირო სასწავლო ელექტრონული რესურსით.

კურსის შედეგები

კურსის წარმატებით გავლის შემდეგ მონაწილე:
გააცნობიერებს ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ-ის) გამოყენების მნიშვნელობას თანამედროვე, კონსტრუქტივისტულ-პედაგოგიურ მიდგომებზე დაფუძნებულ სასწავლო პროცესში;
შეძლებს ისტ-ის გამოყენებას სასწავლო ამოცანის შესაბამისად, კერძოდ:
oისტ-ის გამოყენებას სასწავლო პროცესის დასაგეგმად;
oისტ-ის გამოყენებას სასწავლო რესურსების მოსამზადებლად (შემუშავება, ადაპტირება, რედაქტირება და სხვ.);
oსწავლა-სწავლების წარმართვას ისტ-ით გამდიდრებულ სასწავლო გარემოში;
oმოსწავლეთა შეფასების მეთოდების/ინსტრუმენტების გამოყენებას ისტ-ის საშუალებით;
oმოსწავლეთა მიერ ისტ-ის გამოყენების შეფასებას
შეძლებს ისტ-ის გამოყენებას  მოსწავლეებთან, მშობლებთან და კოლეგებთან კომუნიკაციისათვის;

შეძლებს ისტ-ის გამოყენებას პროფესიული თვითგანვითარების პროცესში.

ტრენინგ-კურსის მიზანი

პირველი კლასის დამრიგებლების პროფესიული განვითარება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისებისა და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს „1:1 ელექტრონული სწავლების“ ეფექტურად დანერგვას, სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას ელექტრონული რესურსების შექმნისა და გამოყენების გზით.

http://ict.tpdc.ge/ - ციფრული რესურსების პორტალი